logo
ENG



Wizz Air: კომპანია მზაობას გამოხატავს შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის

01 ივლ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ფრენების აღდგენისთანავე მზადყოფნას გამოხატავს, რომ განახორციელოს მგზავრების გადაყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. მიუხედავად ამისა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რჩება თუ არა Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში.

„Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორცკი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ. კომპანიას საქართველოში 5 თვითმფრინავი ჰყავდა ბაზირებული, რომელიც ფრენებს 40-მდე მიმართულებით ასრულებდა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.


close დახურვა