logo
ENG



Wizz Air: მზად ვართ, განვაახლოთ ფრენები რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად

17 სექ 202017:11
3 წუთის საკითხავი
clock 368
9ym55argeljl1ss.jpg

ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციითა და კოორდინაციით, მზადაა, განაახლოს სერვისები მაშინვე, როგორც კი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მისცემთ.

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ 4 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელია ქუთაისი-რიგის რეისზე ბილეთის დაჯავშნა. რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.

დღეს, 17 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რათა "გონივრულად და ფრთხილად ამოძრავდეს ეკონომიკა". პრემიერის თქმითვე, "ფრთხილად" და "თანმიმდევრულად" გაგრძელდება ფრენების აღდენა, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

 


close დახურვა