დროება ისევ უკრაინაშია - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, ზაპოროჟიე, შეხების წერტილი, ბრძოლა პოზიციების შესანარჩუნებლად. შეიხ მანსურის ჩეჩნური ბატალიონის და კავკასიის ლეგიონის ერთობლივი ოპერაცია ოლქში, რომლის ანექსიასაც პუტინმა ხელი მოაწერა, თუმცა რომლის ნაწილს კვლავ უკრაინა აკონტროლებს და კონტრშეტევისთვის ემზადება.
რეპორტაჟში გამოყენებული მასალა გადის დროის ემბარგოს გამოყენებით, რაც გულისხმობს, რომ ახლა იმ პოზიციებზე, რაც კადრებშია ასახული, არავინ იმყოფება, ასევე, ბავშვების ინტერვიუები გამოყენებულია მშობლების ნებართვითა და სურვილით.