logo
ENG



Zara, Pull&Bear, Massimo Dutti და Bershka რუსეთში მუშაობას წყვეტენ

05 მარ 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/2ull443940um5up.jpg
Vincent West / Reuters

ესპანური კომპანია Inditex, ვის მფლობელობაშიცაა პოპულარული ქსელური ტანსაცმლის მაღაზიები: Zara, Pull & Bear, Massimo Dutti და Bershka, რუსეთში მუშაობას წყვეტს.

ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის 502 მაღაზია დაიხურება.

"ახლანდელ პირობებში, Inditex-ს არ შეუძლია უზრუნველყოს რუსეთის ფედრაციაში მუშაობის გაგრძელება და ვაჭრობის პირობებზე ისაუბროს, ამიტომ კომპანია დროებით წყვეტს საქმიანობას მის 502 მაღაზიასა (მათ შორის 86 Zara-ს მაღაზია) და ონლაინ პლატფორმებზე“ - წერია Inditex-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, Inditex გამომუშავებული ფინანსების 8,5%-ს სწორედ რუსეთიდან იღებდა. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ინვესტიცია არ უღირს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადეს სხვა პოპულარულმა მაღაზიებმა როგორიცაა Marks & Spencer, Mango და H&M.

 

close დახურვა