logo
ENG



cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა

05 ოქტ 202614:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/a30wqyklzr6bckn.png
კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
 
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
 
"კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.
 
მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას", - ნათქვამია განცხადებაში. 

close დახურვა