logo
ENG



zdnet:ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან

30 მარ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

28 მარტს ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას zdnet ავრცელებს.

სიაში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი. გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია მოქალაქეების ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიც არის სრული სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე ტელეფონის ნომრები. ფაილი სულ 1 გეგაბაიტზე მეტ ინფორმაციას შეიცავს.

მონაცემების ინტერნეტში გაჟონვა Under the Breach-ის მონიტორინგის სამსახურმა დააფიქსირა.

საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა მესამედი არასრულწლოვანია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ფორუმის მომხმარებელი იგივე პირი, რომელმაც მასალა მოიპოვა. ის ამტკიცებს, რომ მონაცემები voters.cec.gov.ge-დან არის აღებული, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ინფორმაცია შეამოწმონ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული საიტი მონაცემების გაჟონვის პერიოდში დახურული იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ამომრჩევლების პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტ სივრცეში გაჟონა. მაგალითად 2019 წლის აგვისტოში 14 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ინფორმაცია გავრცელდა, ჩილედან.  


close დახურვა