logo
ENG



თემქაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა

30 აპრ 202000:10
3 წუთის საკითხავი
 
gp0lj1n965ztvm9.jpg

თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.


close დახურვა