logo
ENG



დღეს 00:00 საათზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება

22 მაი 202008:45
3 წუთის საკითხავი
clock 657
7vp7va5e54fbap3.jpg

დღეს ღამის 00:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა სრულდება. იხსნება კომენდანტის საათიც.

მოქალაქეებს როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული რეგულაცია. მათ შორის ავტომანქანით სამი კაცის გადაადგილების შეზღუდვა, პირბადის მოხმარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.  


close დახურვა