logo
ENG



მახალდიანის ქუჩაზე ორი ორსართულიანი სახლი იწვის

12 ივნ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 
yg6kf858alp99vx.jpg

თბილისში, მახალდიანის ქუჩის 28 ნომერში ორი ორსართულიანი სახლი დაიწვა. ამის შესახებ „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. 

სახლებიდან უკვე განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.


close დახურვა