logo
ENG



დღეს ისტორიული დღეა - პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებს ხელი მოაწერა

29 ივნ 202018:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას მიესალმება. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. 

"დღეს ისტორიული დღეა. მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას. ასევე პარლამენტის ყველა იმ წევრს, ვინც მხარი არ დაუჭირა დღეს ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რადგან ეს არის ნაბიჯი პროგრესისკენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 


close დახურვა