logo
ENG



მცხეთაში ორი პირი მოკლეს

08 ივლ 202001:06
3 წუთის საკითხავი
clock 4819

მკვლელობა მცხეთაში - როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მოკლულია ორი პირი.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე თქმით, მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის პირმა მამა და ბაბუა მოკლა. მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულშიც მკვლელობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 დღის წინ დატოვა.


close დახურვა