![u3sl0xkgjl7glu0.jpeg](/uploads_script3/news/u3sl0xkgjl7glu0.jpeg)
რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.