logo
ENG



ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი მოაწერა

10 ივლ 202018:50
3 წუთის საკითხავი
 
o746fh7i7grssxj.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიის ცნობით, მანამდე თურქულმა სასამართლომ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმება დასაშვებად სცნო.

აია-სოფია ბიზანტიის იმპერიის დროს, 1 500 წლის წინ აშენდა როგორც მართლმადიდებლური ტაძარი, თუმცა ოსმალებმა ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს თურქეთმა მას მუზეუმის სტატუსი მიანიჭა.


close დახურვა