ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ოფიციალურ სტამბოლს აია სოფიასთვის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თურქეთის პრეზიდენტს წერილი მისწერა, რომელშიც გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.
ჟენევაში დაფუძნებული მსოფლიო საბჭო, რომელიც 350-ს ეკლესიას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება იწვევს გაურკვევლობას, ეჭვებსა და უნდობლობას და ასევე ძირს უთხრის ყველანაირ ძალისხმევას, რომ სხვადასხვა რწმენის ადამიანები დიალოგისა და თანამშრომლობის მაგიდასთან შეიკრიბონ. მეექვსე საუკუნეში აგებული აია სოფია 1934 წლიდან მუზეუმის სტატუსს ატარებდა. თურქეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ კი ის ორი დღის წინ გააუქმა.