logo
ENG



გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research

16 ივლ 202021:14
3 წუთის საკითხავი
 
გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research
kvleva 60

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პრემიერ გახარიას დადებითად მოსახლეობის მეტი წილი აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს შემდეგნაირად აფასებენ:

გიორგი გახარია - 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;

კახა კალაძე - 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;

ბიძინა ივანიშვილი - 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;

ირაკლი ღარიბაშვილი - 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;

არჩილ თალაკვაძე - 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;

ირაკლი კობახიძე - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


close დახურვა