Edison Research-ის კვლევის შედეგებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის ყველაზე დიდ წილი - 26% - ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე უნდა იყოს.
ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
დავით ბაქარაძე - 53% პოზიციური; 47% ნეგატიური;
გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო) - 44% პოზიტიური; 56% ნეგატიური;
გრიგოლ ვაშაძე - 41% პოზიტიური; 59% ნეგატიური;
შალვა ნათელაშვილი - 40% პოზიტიური; 60% ნეგატიური;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.