logo
ENG



დე ფაქტო რეჟიმი: საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვარზე ღამურების დასაჭერად გადავიდა

16 ივლ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 
3j8ytiqcgtioqyd.jpg

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მათ მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. 

დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, დაკავებული ე.წ. საზღვრის მიზეზს ღამურების დაჭერით ხსნის და ამბობს, რომ მათ რეალიზებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 5 ათას დოლარად გეგმავდა.

მარიონეტული რეჟიმი აღნიშნულ ქმედებას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებსა და კორონავირუსს უკავშირებს. გარდა ამისა, ისინი ლუგარის ლაბორატორიაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ლაბორატორია ამერიკის ინტერესებს ატარებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. 


close დახურვა