logo
ENG



NDI - მოსახლეობის 66% ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის

28 ივლ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
NDI - მოსახლეობის 66% ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებას ლაბორატორია ხელს უწყობს.

66%-დან უმრავლესობა - ჯამში 98% ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაბორატორიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია. 

NDI-ს კვლევის მიხედვით, 60% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება. ამ მოსაზრებას მხოლო 4% ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწელეულია, ამერიკელების მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამიზნეა. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ცენტრში ბიოლოგიური იარაღის დამზადების, ან ხელოვნურად შექმნილი ვირუსების გავრცელების შესახებ დეზინფორმაციაც. კრემლის პროპაგანდა ლუგარის შესახებ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის დროსაც, განსაკუთრებით გააქტიურდა, მათ შორის მაღალი თანამდებობის სახელწმიფო მოხელეების მხრიდან. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოების პერიოდი 26-30 ივნისია. კვლევის ფარგლებში 1 550 რესპონდენტი გამოიკითხა. მისი საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია. კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა.


close დახურვა