logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს

31 ივლ 202018:10
3 წუთის საკითხავი
clock 1833
938nu3yfzua68bx.jpg

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. 

აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.  მანამდე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.  


close დახურვა