logo
ENG



მინსკში, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა [ვიდეო]

10 აგვ 202001:32
3 წუთის საკითხავი
clock 2153
hg2yi8wsl9fflh3.jpg

მინსკში საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, შეტაკებები უკვე 1 საათზე მეტია გრძელდება. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოქალაქეები ბარიკადებს აწყობენ. 

მედიის ცნობით, პოლიცია მინსკის ცენტრში შეკრებილებს აკავებს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებს შესახებაც, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს. 

ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანია გამოსული. ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინციდენტს. კერძოდ, სპეციალური ავტომობილი, რომელსაც დაკავებულები გადაჰყავს, მოქალაქეებს დაეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

შეგახსენებთ, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა.


close დახურვა