თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.
"ფეხში, არტერიაში დაჭრეს და სისხლდენისგან დაიცალა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 20 საათზე მოხდა. როცა ნახეს, ეს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. არ იციან ვინ მოკლა, მაგრამ კამერებია დამონტაჟებული და ამოიღებენ", - აცხადებს თვითმხილველი.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილი კაცი ფიროსმანის ქუჩაზე არ ცხოვრობდა, რადგან ვერ იცნეს. შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი უკვე გადარეცხილია.
შსს მკვლელობის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არ არის.