logo
ENG



ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

20 აგვ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 
z9c4ypfywy74ulf.jpg

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.

კირა იარმიშის თქმით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს.

როგორც პრესსპიკერი ამბობს, ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. იარმიში ამბობს, რომ ნავალნი მოწამლეს.

"ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე საჭირო ოთახში გავიდა და გონება დაკარგა", - აცხადებს პრესმდივანი.


close დახურვა