რუსული პრესის ცნობით, ექიმების წინასწარი დიაგნოზით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ჯერჯერობით დაუდგენელი ჰალუცინოგენით მოწამლეს.
სამედიცინო წრეებიდან წყაროზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას Interfax.ru ავრცელებს.
ngs55.ru წერს, რომ ექიმები ერთ-ერთ ვერსიად უფერო და უსუნო ნივთიერებით, ნატრიუმის ოქსიბუტირატით მოწამვლის დიაგნოზს განიხილავენ.
პოლიტიკოსის გარემოცვა აცხადებს, რომ მომწამვლელი ნივთიერება მას ჩაიში ჩაუყარეს. სპეციალისტების განცხადებით, ტოქსიკური ნივთიერება ცხელ სითხეში გახსნის შემდეგ უფრო სწრაფად და მწვავედ მოქმედებს.
ანალიზების ოფიციალური პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ტომსკის აეროპორტის კაფეში, სადაც ნავალნიმ გამგზავრეამდე ჩაი დალია, შემოწმებები დაიწყო.
პოლიტიკოსის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მისი სამკურნალოდ გადაყვანა ევროპაში იგეგმება.