logo
ENG



შსს: პანკისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

20 აგვ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 
622f6zadp322n3l.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

"საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა