თბილისში, ორხევის დასახლებაში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.