logo
ENG



პროკურატურა: ბაჩალიაშვილის YouTube არხიდან მისივე 16 ვიდეოა ჩამოტვირთული

04 სექ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 
9xt5c2h96jizzch.jpg

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის YouTube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია მისი გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი. უწყების ცნობითვე, მისი მობილური ტელეფონიდან, ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა. 

პროკურატურამ დღესვე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები.  

ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე. 

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა