logo
ENG



კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა

07 სექ 202015:16
3 წუთის საკითხავი
 
კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი თქმით, მე-9 დღეს PCR ტესტი ჩატარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მოქალაქე საკარანტინო სივრცეს დატოვეს. 

"საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ მოქალაქეებსა და ჩვენს სტუმრებს, მე-9 დღეს იქნება PCR ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება - 12 დღის თავზე კიდევ ერთი PCR ტესტის გაკეთება", - განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა