logo
ENG



სააკაშვილი: საქართველოში ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას 

07 სექ 202021:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში იმ პირობებში დაბრუნდება, როდესაც მისი ჩამოსვლა არეულობას არ გამოიწვევს. 

როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვას ხშირად უსვამენ. 

"ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, რადგან თავის დროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ყველანი ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. 


close დახურვა