logo
ENG



რა წესები და პირობები შეიმუშავეს ონლაინსწავლებისთვის - მინისტრის ბრძანება

10 სექ 202001:20
3 წუთის საკითხავი
 
0ddh9zndnt2pcyo.jpg

განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესები და პირობები. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა.

  • დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა;
  • დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა იქნება: I-IV კლასებში - 15-20 წუთი; V-IX კლასებში - 25-30 წუთი; X-XII კლასებში - 35-40 წუთი;
  • რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება;
  • რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება;
  • სკოლა ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში;
  • დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება;
  • სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
  • სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

სკოლებში სასწავლო პროცესი, აჭარის რეგიონის გარდა, საქართველოში 14 სექტემბერს დაიწყება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.


close დახურვა