logo
ENG



მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები დაშავდნენ

09 ნოე 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის დროს არაერთი რიგითი დემონსტრანტი და ჟურნალისტი დაშავდა. 

მათ შორის: 

ტვ პირველის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანდა - ბადურა ჩამოეშალა. ოპერაცია მას ღამით ჩაუტარდა. ხაჩიძე მხედველობას შეინარჩუნებს. 

თვალი დაუზიანდა კიდევ ერთ მოქალაქეს. 

ფორმულას ჟურნალისტმა, ანა ბარათაშვილმა წყლის ჭავლისგან დაზიანებები სახის არეში მიიღო. ის მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს. 

ფორმულას ოპერატორმა, ნიკა მათიაშვილმა წყლის ჭავლის მეორედ გაშვების დროს პირდაპირ ეთერში გაშვებისას დაიზიანა ხელი. საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა. 

დაშავდა ფორმულას კიდევ ერთი ოპერატორი, გიორგი ჯაფარიძე. 

OC მედიას დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს დაუზიანდა კამერა. 

დაზიანდა ტვ პირველის 6 კამერა. 

ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, დაბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა. ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც...

Posted by Nodar Meladze on Monday, November 9, 2020

On.ge-ს რედაქტორმა, ხატია ღოღობერიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ აქციაზე გაუშვეს გაზიც, სულ მცირე ერთხელ ან ორჯერ. თუმცა, შსს-მ და ქართულმა ოცნებამ უარყო გაზის გაშვების ფაქტი. 

აქციაზე ვიყავი. წყლის ჭავლმა ხომ გადამიარა, მაგრამ მანამდე რაღაც გაუშვეს კიდევ, თვალები აგვეწვა და ყელი, თუმცა ერთხელ ან...

Posted by Khatia Ghoghoberidze on Sunday, November 8, 2020

მოქალაქე გოგი ხოჭოლავამ ფეისბუქზე დაწერა, რომ მარცხენა თვალში აქვს ქიმიური დამწვრობა, ფინაიდან 30 ჯსანტიმეტრიდან სპეცრაზმელმა შეასხა სპრეი. მოგვიანებით მან თქვა, რომ დაუსვეს დიაგნოზი - ტრავმული კონიუქტივიტი

აქტივისტმა სოფო კუჭავამ წყლის ჭავლის გამო მოიტეხა ხელი.

მოქალაქეს დაუზიანდა თვალი და ცხვირი. 

შსს ამბობს, რომ დაშავდა 14 სამართალდამცველი, 3 ჟურნალისტი და 10 მოქალაქე. უწყება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აუცილებელი იყო სპეციალური ღონისძიებების გამოყენება. 

დაკავებულია 19 ადამიანი. 

მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდება. დემონსტრანტები აპირებენ, დაარღვიონ ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის დაცვის მოტივით დაწესებული კომენდანტის საათიც. 


close დახურვა