logo
ENG



საგარეო პოლიტიკის ექსპერტები პომპეოს: განთავსდეს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ძალები

16 ნოე 202017:14
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/tdgejm271es38lb.jpg

საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტები ღია წერილით მიმართავენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რომელშიც გამოდიან ინიციატივით, საქართველოში ამერიკის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა განთავსდეს. მათი თქმით, ეს კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს NATO-ს წევრობასთან. 

წერილის ქართულ თარგმანს სრულად გთავაზობთ:

"ჩვენ, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები საქართველოდან, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში ამ ცხელ პერიოდში. ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, გაგიზიაროთ ხედვები საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი მოკავშირეა. ასევე, გვჯერა საქართველოს წვლილის დასავლური ინტერესების განმტკიცებაში ევროპასა და მსოფლიოში. საქართველო არის ქვაკუთხედი ჩვენი მოკავშირეების წარმომადგენლობის აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში, რაშიც აშშ-ის არაერთმა ადმინისტრაციამ ჩადო ინვესტიცია. ჩვენი ხედვით, ევრო-ატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით არის ერთადერთი გარანტია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ადგილი გახდა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა მომდინარეობს რუსეთის ამბიციისგან რომ აღადგინოს საბჭოთა პერიოდის "გავლენის სფეროები", რომელსაც მოსკოვი განიხილავს, როგორც "ახლო საზღვარგარეთს". ახლახან რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსებით გააფართოვა მისი რეგიონულ-სამხედრო წარმომადგენლობა.

დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან საქართველოს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეები ცდილობდნენ, შეექმნათ ფუნქციური დემოკრატია. ამ პროექტში აშშ შეუცვლელ მოკავშირედ იქცა, რამაც  საქართველო აქცია, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ "მანათობელ ქალაქად გორაკზე", რომელმაც გადალახა სახელმწიფოებრიობის მარცხი და წარმატებით შეებრძოლა კორუფციის საბჭოთა მემკვიდრეობას. ქართველები აშშ-სთან მეგობრობას ცალმხრივად არ იღებენ. მათი 90%-ზე მეტი აფასებს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს ჯარისკაცები ამაყად მსახურობენ ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გვჯერა, რომ აშშ-ს რეგიონალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, მთავარი ნაბიჯები იქნება შემდეგი:

  • განთავსდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში. ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს წევრობასთან.

ამავე დროს, საქართველოს შესაძლებლობები შეიტანოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში კიდევ უფრო გაიზრდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად. 
ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით აშშ-ს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში. მადლიერები ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და მდგრადი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

სრულად ვუჭერთ მხარს საქართველო-აშშ-ის ალიანსის გაძლიერების პროცესს, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოშ, რაც საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას წაადგება," - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: 

  • ზვიად აძინბაია
  • ეკა აკობია
  • ირაკლი ალასანია
  • ირინა არაბიძე
  • ფიქრია ასანიშვილი
  • გიორგი ასტამაძე
  • ნატო ბოჩიაშვილი
  • გიორგი ბადრიძე
  • ზურაბ ბატიაშვილი
  • ზაზა ბიბილეიშვილი
  • ლევან ბოძაშვილი
  • ეთო ბუზიაშვილი
  • მიხეილ დარჩიაშვილი
  • დავით დარჩიაშვილი
  • ჯაბა დევდარიანი
  • პაატა გაფრინდაშვილი
  • კახა გოგოლაშვილი
  • გიორგი გოგუაძე
  • თორნიკე გორდაძე
  • გიორგი გვალია
  • შოთა ღვინერია
  • გია ჯაფარიძე
  • თედო ჯორბენაძე
  • ნინო კალანდაძე
  • ნოდარ ხარშილაძე
  • თინა ხიდაშელი
  • ბექა კობახიძე
  • ბათუ ქუთელია
  • ხათუნა ლაგაზიძე
  • ეკა მეტრეველი
  • გრიგოლ მგალობლიშვილი
  • ხათუნა მშვიდობაძე
  • გიორგი მუჩაიძე
  • სოფო პეტრიაშვილი
  • ალექსი პეტრიაშვილი
  • თენგიხ ფხალაძე
  • მირიან ფოხაძე
  • ირაკლი ფორჩხიძე
  • დავით რაქვიაშვილი
  • გიორგი რუხაძე
  • თორნიკე შარაშენიძე
  • ვასილ სიხარულიძე
  • თორნიკე თურმანიძე
  • გელა ვასაძე
  • თემურ იაკობაშვილი

close დახურვა