logo
ENG



ღარიბაშვილის ინიციატივით, ჯარისკაცებს მინიატურული ახალი აღთქმა დაურიგეს

23 ნოე 202012:34
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/23/nhnl2utpace2c17.png

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯარისკაცებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ.

"მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინიატურული ახალი აღთქმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.


close დახურვა