logo
ENG



Новая Газета-ს მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ და წითელი საღებავი შეასხეს

07 აპრ 202221:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/q4k3toofjs3owo1.png

Новая Газета-ს მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ და წითელი საღებავი შეასხეს.

როგორც მურატოვი ამბობს, საღებავში აცეტონი იყო გარეული და თვალები ეწვის.

"მატარებლის კუპეში აცეტონ ნარევი საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მოსკოვი-სამარას მიმართულებით მოძრავი მატარებელია. სუნი მთელს ვაგონშია. გამგზავრება უკვე 30 წუთით არის გადადებული. ვეცდები ჩამოვიბანო [საღებავი]. [თავდამსხმელმა] დამიყვირა: "მურატ, ეს შენ ჩვენი ბიჭების გამო", - ამბობს მურატოვი.

Новая Газета კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა, რომელსაც როსკომნადზორმა მუშაობა ცოტა ხნის წინ შეუჩერა. 

 


close დახურვა