უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე საიდუმლო რუსულ ბაზაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Украинскaя правдa უკრაინის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დაზვერვის სამსახურმა ადგილობრივ საავტომობილო ქარხანაში შექმნილი, ოკუპანტების საიდუმლო ბაზა აღმოაჩინა, რის შემდეგაც განხორციელდა ოპერაცია.
ირკვევა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეთაური, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით იბრძოდა. დაშავებულთა შორისაა მათივე შტაბის უფროსიც.
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპანტების მეთაურების გარდა, დაშავდა რამდენიმე რუსი ოფიცერი - ათამდე კი დაიღუპა.