logo
ENG



Українська правда: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მალე თანამდებობას დატოვებს

31 აგვ 202315:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/2ucamavp8lm6el8.png

მალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარლამენტმა თავდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მომავალ კვირას უნდა განიხილოს, ხოლო რეზნიკოვის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს.

Українська правда წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე განიხილება.

რაც შეეხება მის სავარაუდო შემცვლელს, გამოცემას მინისტრთა კაბინეტში დაუდასტურეს, რომ შესაძლოა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვის კანდიდატურა განიხილება. 

პრეზიდენტის კაბინეტი ამ ეტაპზე გადაწყვეტილების შესახებ არ საუბრობს, ხოლო თავად უმეროვმა ვერც უარყო ან დაადასტურა მოცემული ინფორმაცია.


close დახურვა