logo
ENG



აბას არაღჩი: ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა

08 აპრ 202610:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/yu8ti7bz2q1ioq6.png

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“ განხორციელდება.

აბას არაღჩას თქმით, ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება.

პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.


close დახურვა