აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ორსართულიან შენობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.