logo
ENG



აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე შესაძლოა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილონ

20 იან 202021:24
3 წუთის საკითხავი
 
86zea1gmo5om1kb.jpg

მიმდინარე წლის მარტში საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია RTVI -ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეც წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზეc.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, ზურაბ აბაშიძემ „ფორმულას“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. აბაშიძის განცხადებით, მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, სატრანსპორტო საკითხსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, გასული წლის 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით შეწყვიტა რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა.


close დახურვა