რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ფორმულასთან ადასტურებს, რომ ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საკითხს გრიგორი კარასინთან საუბარში დააყენებს.
ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე, აბაშიძე პასუხობს "დიახ", თუმცა აზუსტებს, რომ კარასინთან საუბარი ჯერ არ შემდგარა.
"საუბარი ჯერ არ ყოფილა, ზუსტი თარიღის შესახებ ჯერ ვერ გეტყვით. აი, ეს არის, მეტს ვერაფერს გეტყვით".
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა