logo
ENG



აბაშიძეზე ავტომანქანა ბორდიულზე ავარდა და შენობას შეეჯახა, დაშავებულია მძღოლი

18 თებ 202121:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/18/d4qsgn7ahyh52ri.jpg

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტომობილი ბარდიულზე ავარდა და შენობას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ავტომობილის მძღოლი. ფორმულას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ ეჯახება ბორდიურზე ავარდნილი მანქანა ქვეითს, რომელიც ქვაფენილზე მოძრაობდა. 

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

უწყებაში არ იციან ავტოავარიის შედეგად დაზიანებული მძღოლისა და ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

 


close დახურვა