ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი იყო, ცეცხლი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. გარდაიცვალა ასაკოვანი მამაკაცი.
როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.