logo
ENG



აბესაძე:წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ეცდება სპორტსმენების მოსყიდვას და ოპოზიციაზე ძალადობას

22 ივნ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების ოპონენტები 21 ივნისს დროებაში გასულ სიუჟეტს აფასებენ, სადაც ჩანდა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დამნაშავეები დაუსჯელი დარჩნენ და საქმეები გამოუძიებელია. როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე სახვა სტრატეგიას მიმართავს.

„ზოგადად ჩვენ ვნახეთ, რომ დაუსჯელი და გამოუძიებელი დარჩა ყველა ძალადობის ფაქტი წინა არჩევნების შემდეგ და ჩვენ არ გავქვს საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ ამ არჩევნებზე ხელისუფლება რაიმე სხვა სტრატეგიას მიმართავს“,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" შეეცდება უკანონო საქმიანობაში არამხოლოდ სპორტსმენები, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩართონ. როგორც აბესაძე აცხადებს, დროების მიერ მომზადებულ სიუჟეტში კონკრეტული ფაქტები იყო წარმოდგენილი და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ.

„ყველა არჩევნების წინ და მით უმეტეს 2020 წლის ძალაინ პრინციპული არჩევნების წინ, "ქართული ოცნება", კრიმინალური მეთოდებით საბიუჯეტო სახსერების უკანონო გამოყენებით ეცდება არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მოსყიდვას და მათ ჩართვას უკანონოდ საკუთარ პოლიტიკურ და უკანონო საქმიანობაში, მათ შორის ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. სიუჟეტში იყო კონკრეტული ფაქტები კონკრეტული თანხის ჩარიცხვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამიტომ ბატონმა რიჟვაძემ და ზოგადად სახელმწიფოს წარნმომადგენლებმა უნდა გააკეთონ მკაფიო განმარტება“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

 


close დახურვა