logo
ENG



აბესაძე უგულავას საქმეზე: ცდილობენ რაღაც ფულის გათეთრების არარსებული ფაქტი დაამტკიცონ

04 დეკ 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
qpzgafkohhepz3s.jpg

ოქროს მოწმე, გიორგი კაპანაძე იკითხებოდა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. კაპანაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მან სასამართლო უკვე დატოვა და მისი დაკითხვა ხვალ გაგრძელდება. „რიჟას“ სახელით ცნობილი კაპანაძე საქმის მთავარი მოწმეა. კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ გიგი უგულავას ნათესავის, გიორგი ღონიაშვილის შუამდგომლობით, თბილისის ყოფილმა მერმა მას საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების განაღდება თხოვა, რომელიც მას არჩევნებისთვის ჭირდებოდა.

კაპანაძემ დღეს სასამართლოში უგულავასთან შეხვედრაც გაიხსენა. კაპანაძის თქმით, უგულავას ერთადერთხელ შეხვდა სპორტის სასახლეში, კალათბურთის მატჩის მიმდინარეობისას. კაპანაძემ დღეს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ შეხვედრას მოწმე არ ჰყავს, რადგან იქ იყო ხმაური. 

თავად უგულავა სასამართლოს არ დასწრებია. პროცესს თბილისის ყოფილი მერის თანაგუნდელები ესწრებოდნენ. როგორც „ფორმულას“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა, სასამართლო ცდილობს არარსებული დანაშაულის დამტკიცებას.

„რაც უფრო მეტად გაუჭირდება ივანიშვილს პოლიტიკურად, მით უფრო მეტად დაიწყებს სასამართლოს პოლიტიკურად იარაღად გამოყენებას. ეს საქმეც ქრესტომათიული მაგალითია პოლიტიკური დევნის. ცდილობენ რაღაც ფულის გათეთრების არარსებული ფაქტი დაამტკიცონ, მაგრამ ბრალდება არარსებული“, - განაცხადა აბესაძემ.

პროკურატურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს ფულის გათეთრებას ედავება. კერძოდ, წლების წინ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიიდან მოხდა თანხების გადმორიცხვა და განაღდება. ბრალდების მხარის მტკიცებით, უგულავამ თანხა არჩევნებისთვის გამოიყენა.

 


close დახურვა