logo
ENG



აგარაკზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ქეჩოში მოკიდეს და ათრიეს, ის მსხვერპლია - ადვოკატი

26 ივნ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა.

თუმცა, ფოხფაძის განმარტებით, დაკავებული პირი თავად არის მსხვერპლი, რადგან მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა აგარაკის ინციდენტში, ოღონდ იყო მსხვერპლი. მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მისი სიტყვებით ქეჩოში მოკიდეს და წაათრიეს, ათრიეს მიწაზე. მისმა მეგობრებმა განარიდეს სიტუაციას და წამოიყვანეს თბილისში. მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავის არეში და შემდგომ მკურნალობა დასჭირდა. როცა თბილისში დაბრუნდნენ, 2-მა მეგობარმა დაურეკა და უთხრეს ,რომ წამოყვანა სჭირდებოდათ. გააჩერეს ავტომობილი და ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 


close დახურვა