logo
ENG



აგილ მუსტაფაევი: ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, აქტიური ახალგაზრდები გაანეიტრალოს

09 თებ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

„ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, აქტიური ახალგაზრდები გაანეიტრალოს,“ - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აგილ მუსტაფაევი აცხადებს. ის რაშან ზიადალიევის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლა არჩევნების წინა პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ხელისუფლება სულ ცდილობს გაანეიტრალოს რაშანი და აქტიური ახალგაზრდები, თუმცა გუშინდელი დაკავებით ხელისუფლებამ რაშანი უფრო გააძლიერა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ზეწოლა დაუშვებელია ახალგაზრდებზე, რომლებიც დღეს აქტივს წარმოადგენენ და აქვთ სურვილი, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აგილ მუსტაფაევი.

რაშან ზიადალიევს პოლიცია სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო პროცესი რუსთავში 10 თებერვალს არის დანიშნული.

დღეს მარნეულში რაშიდ ზიადალევმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.


close დახურვა