logo
ENG



ადამიანებმა გამოიგონეს აიფონ 11 და ჩვენ ვართ ჩოთქით - ანა დოლიძე

17 ივლ 202022:27
3 წუთის საკითხავი
 

ანა დოლიძე აცხადებს, რომ Edison Research-ის კვლევაზე დაყრდნობით აშკარაა - საზოგადოება ითხოვს პოლიტიკური სახეების ცვლილებებს.

როგორც ანა დოლიძემ „პოლიტმეტრში“ განმარტა, იმ ლიდერების აქტიურობა პოლიტიკაში, ვინც 20-30 წელია ამ სფეროში მუშაობს, საზოგადოების ზრდის დინებას ეწინააღმდეგება.

„ეს სახეები 20-30 წელია არიან პარტიის ლიდერები. ჟაკ შირაკი იყო ევროპაში, როცა ესენი მართავდნენ პარტიებს. საზოგადოების ქსოვილი შეიცვალა, ამომრჩეველი ითხოვს ახალ სახეებს. 2006 წლის საარჩევნო პლაკატი ამოვიღე - იგივე ხალხია, ვინც დღეს. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოების ზრდის დინებას. ადამიანებმა გამოიგონეს აიფონ 11 და ჩვენ ვართ ჩოთქით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

Edison Research-ის კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწვრილებით კვლევის შედეგები იხილეთ აქ.


close დახურვა