logo
ENG



ადამიანებს ეუბნებიან, ფეხებზი მკიდია, რომ გადაგაგდეთ - ბოკერია ხელისუფლებაზე

29 თებ 202022:43
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ოპოზიციასა და ხელისუფლების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.  

ბოკერიას თქმით, შეთანხმება ხელისუფლებასთან ვერ მოხდება მანამ, სანამ ისინი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას არ შეწყვეტენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებულ მოდელს არ მიიღებენ.

„ივანიშვილს ბრიყვული გათვლა აქვს, რომ ამ მეთოდით ჩაახშობს უკმაყოფილებას, დააშინებს აქტიურ ადამიანებს, საერთო ჯამში გაძვრება და შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს ნაბიჯები არის სახიფათო ქვეყნისათვის, რადგან ძალიან არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. მთელი ამ პროცესებიდან შეიძლება გაექცეს ვითარება ისეთი სახიფათო ნაბიჯებისკენ, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, ამიტომაა მნიშვნელოვანი პრინციპულად, რომ მან გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობისკენ, რაც ნიშნავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როცა დაპირდა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს, მერე გადააგდო და დღემდე ამა თუ იმ ფორმით, ეუბნებიან ადამიანებს, რომ ფეხებზე მკიდია რომ გადაგაგდეთ. ათასნაირი სისულელე მოიფიქრეს, რომ შეასაღონ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი კომპრომისისთვის მზად არიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება არის მარტივი, ვერანაირ სიახლეს არსებითს ვერ ვხედავ სანამ არ ვხედავთ ნაბიჯებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პროპორციულ არჩევნებთან ძალიან მიახლოებული მოდელის დადებას. ბევრნაირი ვარიანტი შევთავაზეთ, საზოგადოება ამ სისტემითაც დაამარცხებს ივანიშვილს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

 


close დახურვა