logo
ENG



ადამინის უფლებათა ცენტრის ანგარიში: 20 საქმე, რომელშიც პოლიტიკური მოტივი იკვეთება

15 აგვ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

"სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც პოლიტიკური მოტივი იკვეთება" - ამ სათაურით ანგარიშს ადამინის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს. ანგარიშში 20 საქმეა განხილული. არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ დოკუმენტში მოხვდა გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის, და სხვა პოლიტიკოსების გახმაურებული სააქმები.

ორგანიზაცია, ასევე, აკვირდება 20-21 ივნისის ღამის მოვლენების დროს დაკავებული პირებისა და ოპოზიციური მედიის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე და დასრულებული სააქმეების შესახებ 4 ანალიტიკური დოკუმენტი უკვე წარმოადგინა. ცენტრი საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - "საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის" ფარგლებში აკვირდება.


close დახურვა