logo
ENG



ადევნებაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეეფარდა, ის სკოლაში მუშაობას გააგრძელებს

31 იან 202411:33
3 წუთის საკითხავი
 

პედაგოგი იმედა მეფარიძე, რომელსაც ბრალი ადევნებისთვის წარედგინა, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამასთანავე, ცნობილია, რომ იგი სკოლაშიც გააგრძელებს მუშაობას.

პროკურატურის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნებისთვის ბრალი 30 იანვარს წარუდგინეს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.


close დახურვა