logo
ENG



ადვოკატები ფეიქრიშვილების საქმეზე დაკავებულების გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვენ

31 იან 202011:52
3 წუთის საკითხავი
 

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების გიორგი ბიბილურისა და ბექა ცინცაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაცვის მხარემ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულებს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდოს. კერძოდ, ბიბილურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო ცინცაძის ადვოკატმა სასამაართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. 

პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, ძმების მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა. 

„სულ დაკავებულია 7 ადამიანი. აქედან 1 პირი დაკავებულია უკრაინაში, ხოლო ჩვენს მიერ 6 პირი საქართველოშია დაკავებული. აქედან ორს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება შეკვეთით, ხოლო ოთხს ბრალად ედება ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება და გასაღება“, - განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, მათგან ერთი უკრაინაში. 6 პირიდან ორს განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ ოთხს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებასა და გასაღებას ედავებიან.

 


close დახურვა